ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავარი კონცენტრაცია იყოს არჩევნების მოგებაზე, ნებისმიერი დისონანსი, რომელიც შეიძლება შემოიტანოს ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ბოდვებმა, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რამხელა ისტორიული მისია გვაქვს ჩვენ 26-ში, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კი არ ადარდებს, ანერვიულებს საკუთარი ფული.

"მე მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას“, რომ ქუთაისში ჩვენ 2020-21 წელს მოვიგეთ ისეთი უბნები, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ცხოვრობდა და სადაც ხშირად ამბობდნენ, რომ კრიმინალური იდეოლოგიის ხალხი მართავდა ვითომ იმ უბნებს - არ არის ასე. იქ ცხოვრობს ღირსეული ქართველი ხალხი და ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმას, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას, მოლდოვის მაგალითი რომ ავიღოთ, დილას რომ წამოვიდა დიასპორის შედეგები აშშ-დან და რომ წამოვიდა უკვე ის შედეგები, რომლებიც მართლაც პროდასავლელი მოლდაველების პოზიცია იყო, ამან ყველაფერი გადატეხა და მოლდოვაში დამარცხდა რუსეთი.

მოლდოვაში დამარცხდა რუსეთი, საქართველოში დამარცხდება რუსეთი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავარი კონცენტრაცია იყოს არჩევნების მოგებაზე, ნებისმიერი დისონანსი, რომელიც შეიძლება შემოიტანოს  ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ბოდვებმა, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რამხელა ისტორიული მისია გვაქვს ჩვენ 26-ში. ამ ქვეყნის დათმობას ივანიშვილისთვის არავინ აპირებს. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კი არ ადარდებს, ანერვიულებს საკუთარი ფული. გამოვიდა და 20 წუთის განმავლობაში იტირა და იწუწუნა საკუთარ ფულზე. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის უმართავ სისულელეებს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კაცი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.