კითხვა იყო ვიცნობდი თუ არა მე ამ ადამიანს, ოღონდ ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არ მიხსენებია, არც ჩემ სოციალურ ქსელში, არც საჯარო გამოსვლებში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან.

“ჩემი კითხვა იყო, პირველ რიგში, ის, რომ აპირებენ თუ არა გამოკითხონ, ისევე როგორც გამომკითხეს მე და სხვა ადამიანები, კობახიძე და მდინარაძე, ანუ ის ორი გვარი, რომელიც ფიგურირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის წერილში. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იმ წერილში არ იყო ხატია დეკანოიძე, არ იყო სხვა ადამიანები, ვთქვათ ოპოზიციონერები, რომელთა გამოკითხვასაც აპირებენ, ან გამოკითხეს, ამიტომ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რა საერთო მაქვს მე, ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან, სადაც კობახიძის და მდინარაძის გვარები ფიგურირებს.

არაფერი არ მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან. 

პირველ რიგში, კითხვა იყო ვიცნობდი თუ არა მე ამ ადამიანს, ოღონდ ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არ მიხსენებია, არც ჩემ სოციალურ ქსელში, არც საჯარო გამოსვლებში და, რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლებში, როგორც პოლიტიკოსი და საჯარო პირი, მე ყველა იმ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  თემებზე შემიძლია კონკრეტული კომენტარი გავაკეთო, ან კონკრეტული კითხვები დავსვა. არსად ამ კაცის სახელი და გვარი არ ფიგურირებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.