მე-9 დღეა სასამართლო სხდომები იმართება პარტიების გაუქმებაზე და მხარეებმა ჯერ თავადაც არ იციან, რომელ პარტიას რა ბრალს უყენებენ და იმავდროულად რა მტკიცებულებებით ამყარებენ, იმიტომ რომ მტკიცებულებებში საერთოდ გარღვევა აქვთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მტკიცებულებების გამოკვლევა.

"საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მტკიცებულებების გამოკვლევა. მოსარჩელე მხარე როდესაც ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, საზოგადოებამ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ ამისთვის. ის, რომ საგამოძიებო კომისიაში შეყრილი არის ყველა ჭორ-მართალი, ამაზე არაერთხელ ითქვა და საზოგადოებისთვისაც გაშუქდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სასამართლო რა მტკიცებულებას მიიჩნევს დასაშვებად, რას - დაუშვებლად და რას ამორიცხავს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით ამ შუამდგომლობის დაყენებას და ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე-9 დღეა სასამართლო სხდომები იმართება პარტიების გაუქმებაზე და მხარეებმა ჯერ თავადაც არ იციან, რომელ პარტიას რა ბრალს უყენებენ და იმავდროულად რა მტკიცებულებებით ამყარებენ, იმიტომ რომ მტკიცებულებებში საერთოდ გარღვევა აქვთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.