სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N12-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე მოინახულა. 

"სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გაეცნო, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქოსოციალურ და სასწავლო პროგრამებს, მსჯავრდებულთა ჩართულობის კუთხით. 

ლევან იოსელიანი  გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის მოინახულა და გაესაუბრა N12-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე. 

სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად", - წერს სახალხო დამცველის აპარატი.