“ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ბოიკოტი. ფაქტობრივად, ოპოზიციური. თუ შენივე ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, მინიმუმ უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროდასავლური ამომრჩევლის ნება როგორი არის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. დავიწყოთ იმით, რომ ვინმეს თუ ახსენდება ოდესმე ამ ქვეყანაში დასმულიყო საკითხი ოპოზიციამ მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ამას რომ ეკითხები შენ ამომრჩეველს, ე.ი საქმე არ არის კარგად და ამ შეკითხვაზეც, როგორც მახსოვს 55% ყოველი მეორე ამბობს, რომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ამ პირობებში არჩევნებში, ხოლო ნახევარი ამბობს, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, უნდა მიიღოს მაშინ თუ თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება, ან ჯერ ტარდება საპარლამენტო არჩევნები და შემდეგაა თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ბოიკოტი. ფაქტობრივად, ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27 პროცენტი არის მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკოს პირობებში შეძლო ივანიშვილის დამარცხება და როდესაც შენივე ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, მინიმუმ უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.