ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ვიდრე ყოყმანობენ და ლაპარაკობენ, აშშ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის თავდასხმის წინააღმდეგ ზომებს იღებს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლებს ევროკავშირი ახლა სჭირდება.

"ბოლოს და ბოლოს როდის ავიღებთ მეტ პასუხისმგებლობას ჩვენს კონტინენტზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე? სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის თავდასხმის წინააღმდეგ ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლებს ჩვენ ახლა ვჭირდებით!“, – წერს მიხაელ როთი.