მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს მოათავსონ პოლიტიკური ლიდერები ციხეებში, რომლებსაც მათი პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ იციან, რომ პრინციპულად არ გამოცხადდებიან ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე.

"ერთხელ უკვე გადასცეს პროკურატურას საქმე, ახლა ისევ იბარებენ მაშინ, როდესაც იციან, რომ პრინციპულად არ გამოცხადდებიან და კვლავ იბარებენ.

მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს მოათავსონ პოლიტიკური ლიდერები ციხეებში, რომლებსაც მათი პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ და არ ეთანხმებიან ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივ საქმიანობას, ამიტომ მათი მიზანია, რომ ეს ადამიანები მოათავსონ ციხეში", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძისა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პარლამენტის საგამოძიებო კომისია პროკურატურას მეორედ მიმართავს.