სამწუხაროდ, ბოლო დროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია, რადგან წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და გათვალისწინებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები.

"ბატონებო და ქალბატონებო, გასულ დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეცა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, ისტორიული გადაწყვეტილება იყო უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია, რადგან წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით. ქართველები აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და გათვალისწინებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.