მდინარაძის ისტორია არ დასრულებულა ის კიდევ გაგრძელდება უფრო დრამატულად, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძის  საქმეების შესწავლა დადგეს დღის წესრიგში.

"არ არის გამორიცხული, მანაც გაიზიაროს ის ბედი, რაც გაიზიარეს იმ ადამიანებმა, ვისზეც დღეს ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ მისი საქმეები და მისი შავ-ბნელი საქმეები სხვათა შორის ბევრად შორს მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც დადგება. როდესაც ის პასუხს აგებს ბევრ ისეთ ქმედებაზე, რომელიც პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაული ასე კვალიფიცირდება", - განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.