“მეგობარი აქტი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა ქართველი ხალხის მიმართ და ასევე ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას”, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"მეგობარი აქტი არის გამოხატულება აშშ-ის საქართველოს მიმართ, რაც გულისხმობს მხარდაჭერას ქართველი ხალხის დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლაში და მეორე მხრივ არის ძალიან მკაცრი და ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებაში, რომელიც დემოკრატიას, ქართველი ხალხის დასავლურ ინტეგრაციას უთხრის ძირს,  კლავს დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და იქნება დაკანონებული ამ აქტის მიღების შემდეგ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს MEGOBARI აქტს განიხილავს.