ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ.

საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად - პაატა გორდაშვილი.