მოვა დრო, როცა ამ ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან ქვეყნის ღალატისთვის, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ძმები გილაურები "დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან".

"გილაურების შემოყვანა იყო ძალიან მძიმე შეცდომა. გილაური რომ ჩემი პრემიერი იყო, მაშინ ბანკების მოგება დღევანდელთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები იყო. დღეს ჩამოყალიბებულია საბანკო ოლიგარქია მთავარი ბანკირის - ივანიშვილის მეთაურობით. ეს სრულიად გამყიდვლური, მოღალატე, დაუნდობელი ხარბი ბანკები რუსეთთან და დიქტატურასთან ერთად არიან ხალხის მთავარი დაუძინებელი მტრები. სწორედ ეს ბანკებია „ნულოვანი თანაგრძნობის“ მომგონი და ცხოვრებაში გამტარებელი. მათ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის გაღატაკებაში, უცხოეთში გაძევებაში. ისინი ათეთრებენ რუსულ და ირანულ ფულს. ისინი უხანგრძლივებენ სიცოცხლეს ივანიშვილის დიქტატურას. მალე მოვა დრო, როცა ამ ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან ქვეყნის ღალატისთვის. ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან", - აცხადებს სააკაშვილი.