ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამ სასამართლოს პატივს არ სცემს.

"ხელები გასწიეთ და მონებივით ნუ იქცევით. თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი. ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. საქმე საბოტაჟს ეხება. სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი წარმართავს. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე.