წინა საქმეში, ის მაინც ვიცოდი, დანაშაულად რა ჩათვალა პროკურატურამ, იქ ზმნები მაინც იყო, აქ ზმნებიც არაა, რა გავაკეთე?, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ედება ბრალად.

"წინა საქმეში, ის მაინც ვიცოდი, დანაშაულად რა ჩათვალა პროკურატურამ, იქ ზმნები მაინც იყო, აქ ზმნებიც არაა, რა გავაკეთე? ორი წინადადებაა და ორივეში წერია, არ ვიცით იდგა თუ არა იქო, მაგრამ სახელი და გვარი ნახსენებია.

რატომ მაკითხებთ 40 ტომს, მათ შორის, ეკა გიგაურის და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩვენებებს? რას მედავებით ის მითხარით, სად ვიდექი თქვენი აზრით და გეტყვით, ვმდგარვარ თუ არა, რა ვთქვი და რა განვახორციელე მითხარით და გეტყვით, ასე იყო თუ არა. შეგეძლოთ ლენინის 40 ტომი მოგეტანათ ასეთივე წარმატებით. როგორ ვიმსჯელო, როცა ამ საქმეში არაფერი კავშირში არაა? ერთადერთი გავიგე ქმედებებიდან, რომ მიშამ ზვიგენზე დაწერა",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე.