მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრაზე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე.

"მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრაზე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე”, - განაცხადა გიომ მერსიემ.