საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახორციელებდნენ საოკუპაციო ძალები, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ტყეს საოკუპაციო ძალები აკონტროლებდნენ. 

"საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ საოკუპაციო ძალები, ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ  სუსის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი, ამასთანავე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახორციელებდნენ საოკუპაციო ძალები, შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუსიც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით უსმენენ.