ამ ქვეყანას არა თუ ევროპულ, არამედ უბრალოდ, ნებისმიერ მომავალს აკარგვინებენ, სახელმწიფოს სრული იზოლაციისკენ წაყვანაა მათი თვითმიზანი დღეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაში ხედავს "ოცნება" ძალაუფლებას.

"ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, ვხედავთ, როგორ რეაგირებს ის ხალხის პროტესტზე, არა მარტო ძალადობით, არამედ იღებს მტრულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ამ ქვეყანას არა თუ ევროპულ, არამედ უბრალოდ, ნებისმიერ მომავალს აკარგვინებს, სახელმწიფოს სრული იზოლაციისკენ წაყვანაა მათი თვითმიზანი დღეს იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ სწორედ ეს პროცესი გვავალდებულებს, ვიყოთ აქტიურები და ვიყოთ რაც შეიძლება პროტესტში.

მოშიმშილეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პროტესტიც გახდეს ამ საერთო, სახალხო პროტესტის ნაწილი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ 24-ე დღეა, პოლიტიკოსები და აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.