პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ადგილას პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

"დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ", - წერს მეზვრიშვილი.

გიორგი გახარიას ბათუმში, “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.