დასავლეთს ეუბნებიან თუ არ მოგწონვართ, აგერ არის რუსეთი და რუსეთში მშვენივრად წავალთო, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ზურგი რუსეთისგან აქვს.

"ასეთი ზურგი მხოლოდ რუსეთისგან აქვთ და ეს ნარატივით რუსეთიდან მოდის. ფაქტობრივად, დასავლეთს ეუბნებიან - თუ არ მოგწონვართ, აგერ არის რუსეთი და რუსეთში მშვენივრად წავალთო. 

მთავარი ის არის, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი ტიპის პოლიტიკა ქვეყნისთვის, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლების ბუნკერიზაცია უკვე არის ფინალურ ეტაპზე გადასული. სრულად სტერილური გახდა საერთაშორისო გაგებით, სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა მალე დაიწყება სახელმწიფოებრივი სტერილიზაციაც. ამას სახელმწიფო დეგრადაციაც მოჰყვება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.