ექიმები გამოვიდნენ და მდგომარეობა ისევ ისეთია, უცვლელი, მძიმე არის ეს მდგომარეობა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღება. 

"ექიმები გამოვიდნენ, იცით, ალბათ, რუსთავში და მდგომარეობა ისევ ისეთია, უცვლელი, მძიმე არის ეს მდგომარეობა. ვიმედოვნებ, რომ ამ შენობიდან უკვე ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე იქნება დადებითად გათვლილი და დაეხმარება ელენეს, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ხოშტარიას მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე მივიდნენ მისი ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე.