თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრ ზვიად კუპრავას  2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრ ზვიად კუპრავას ბრალდება 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.