პაპუაშვილს არ გავცემთ არანაირ პასუხს არაფერზე, რეჟიმს გაეცემა პასუხი და ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში, როგორც კოშმარული სიზმარი, ისე ჩაბარდება ოლიგარქიული მმართველობა ივანიშვილთან, პაპუაშვილთან და სხვა ჯგუფებთან ერთად.

“პაპუაშვილს არ გავცემთ არანაირ პასუხს, რეჟიმს გაეცემა პასუხი და ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს შენობა დაუბრუნდება ქართველ ხალხს, რადგან, დღეს ეს პარლამენტში არ არის ის, რაც უნდა იყოს. ქართველი ხალხი უნდა იყოს პარლამენტის ბატონ-პატრონიც და სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. ამ ქვეყანაში, როგორც კოშმარული სიზმარი, ისე ჩაბარდება ოლიგარქიული მმართველობა ივანიშვილთან ერთად, პაპუაშვილთან ერთად და სხვა ჯგუფებთან ერთად წარსულს. ეს სიყალბე აქ ვერ დაკანონდება, დღეს ეს ადამიანები საკუთარ თავს გაუგებრად კენჭს უყრიან, ინაწილებენ თანამდებობებს, თუმცა, სიყალბე ვერ დაკანონდება, ხალხის აღიარების გარეშე პარლამენტს აღიარება ვერ ექნება. ეს, რაც დღეს აქ ხდება და ხდებოდა წინა დღეებშიც, იქამდე გაგრძელდება, სანამ თვითმარქვია ივანიშვილს აქვს მართვის სადავეები”, - განაცხადა ნიკა მელიამ.