ივანიშვილს ეშინია ბევრი ხალხის, იქნება ბევრი ხალხი და უკან დაიხევს, არ იქნება ბევრი ხალხი და იძალადებს ყველაზე. ეს არის ცხოველის ინსტინქტი და ცხოველებივით იქცევიან, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

"ივანიშვილს ეშინია ბევრი ხალხის, იქნება ბევრი ხალხი და უკან დაიხევს, არ იქნება ბევრი ხალხი და იძალადებს ყველაზე. ეს არის ცხოველის ინსტინქტი და ცხოველებივით იქცევიან. გადავსებულია პოლიციით მთელი სოლოლაკი და მთელი მთაწმინდის ქუჩები. ცხრაკლიტულს დაამსგავსეს პარლამენტი, ეს რა პარლამენტია, პარლამენტი, სადაც სამი ღობე აქვთ და კამერებსაც არ აქვთ საშუალება გადაიღონ, როგორ შედიან დეპუტატები. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი ხდება აქაც.

ანრი ოხანაშვილი მინისტრი რომ იქნება, ეგ ზოოპარკზე უარესია, მაგას აჯობებს პინგვინი ან ზებრა დანიშნოს და ეგ მეტად ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან. ამათ თვალები დაბნელებული აქვთ, ვარდისფერი სათვალე უკეთიათ და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის. უდიდეს ზამბარას წელავენ და თვითონვე მოხვდებათ ცხვირში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.