არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არცერთი ხელისუფლების დროს არავის დარეკილზე არ უმოქმედია. ამიტომ, აგენტები მოიკითხონ საკუთარ რიგებში და საკუთარ თავებს დაუძახონ აგენტები, -  ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი საჯარო პირი პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა და დაადასტურა, რომ ის იღებდა დავალებებს უცხო ქვეყნებისგან და ახორციელებდა ამ დავალებას, იყო ირაკლი კობახიძე.

"ჩვენს რეგიონშიც კი ხელისუფლებები ცდილობენ რუსეთის აგენტების გამოვლენას და მათ იდენტიფიცირებას, მათ შორის იმ ფონზეც, რომ რუსეთის პოზიციები ძალიან არასახარბიელო იყო. ხელისუფლებები ხედავენ, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება და ცდილობენ, თავიანთი ქვეყნები გაწმინდონ რუსული გავლენებისაგან. იმავეს აკეთებს "ქართული ოცნება" ოღონდ დასავლეთთან მიმართებით. რეალურად, "ქართული ოცნება" საქართველოში ებრძვის დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ევროპასთან და ევროინტეგრაციასთან. ამ სქემის ნაწილია ქართული არასამთავრობოების გამოცხადება დასავლეთის აგენტებად, ქვეყნის მტრებად. პირდაპირ ამ ტერმინებით საუბრობენ, რომ ამ რაღაც კანონების მიღების მიზანია, რომ ქართული არასამთავრობო განადგურდეს და ამას არც მალავენ.

ერთადერთი საჯარო პირი პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა და დაადასტურა, რომ ის იღებდა დავალებებს უცხო ქვეყნებისგან და ახორციელებდა ამ დავალებას, იყო ირაკლი კობახიძე. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ისინი დევნიან, არცერთი ხელისუფლების დროს არავის დარეკილზე არ უმოქმედია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სექტორი დახურულია და ალბათ, ძალიან მალე გაჩერდება ეს სექტორი. ამიტომ, აგენტები მოიკითხონ საკუთარ რიგებში და საკუთარ თავებს დაუძახონ აგენტები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.