მოსკოვში ერთგვარი შტურმია მათ ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ რუსეთის შევიწროებას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი განსაკუთრებით ფაშინიანს სდებს ბრალს მას შემდეგ, რაც პირველი ოფიციალური ვიზიტით იყო თურქეთში.

"ფართო სურათს რომ შევხედოთ, სომხეთშიც მიდის რუსული ძალების შევიწროება და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ რუსეთის შევიწროებას. მოსკოვში ერთგვარი შტურმია მათ ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით ფაშინიანსაც ბრალს სდებენ, რომ გააქტიურდა ძალიან მას შემდეგ, რაც პირველი ოფიციალური ვიზიტით იყო თურქეთში. რაც შეეხება ირანს, ჩემი გადმოსახედიდან, ირან-ისრაელის ომი არ დასრულებულა. პირველი ომი დასრულდა და შთაბეჭდილება დარჩა, რომ შუაში გაწყდა და სხვადასხვა სიგნალები მოდის, რომ ის შეიძლება განახლდეს და შესაძლოა, პირველზე ინტენსიური გახდეს. ამ მომენტისთვის არ დგას რაიმე სახის სეპარაციაზე საკითხი. ეს დარტყმები, რომელიც ირანმა განახორციელა, არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი არც ხელისუფლების შესაცვლელად. 12-დღიანი დაბომბვა ამ ქვეყანას არც დაშლის და არც წყობა შეიცვლება, მაგრამ შეიძლება ის პროცესები დაიწყოს, რაც თავიდან არ ჩანდა, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ დაბომბვების შედეგად გამოთავისუფლდა ძალიან ბევრი ახალი თანამდებობა, რათა ქვედა რგოლიდან დაიწყოს დაწინაურება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.