აშკარა შეტევა მიმდინარეობს გამოხატვის თავისუფლებაზე და სხვადასხვა ფორმით არის ეს მოცემული, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვები მედიაზეც გავრცელდება.

"სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ყოველდღიურად თუ არა, ყოველ ორ დღეში იხილება, ძალიან ბევრ პრობლემას აჩვენებს და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ აქ პოლიტიკური ინტერესები იკვეთება და არა რეალურად მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესები. 

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ეს ცალსახად მიიჩნევს იმას, რომ აშკარა შეტევა მიმდინარეობს გამოხატვის თავისუფლებაზე და სხვადასხვა ფორმით არის ეს მოცემული - ერთი მხრივ, საზოგადოების ჯგუფზე შეგვიძლია ვიხილოთ ამ ტიპის საჩივრები, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შსს-ში წარადგინეს და მეორე მხრივ, მედიასთან დაკავშირებით დამატებითი შემზღუდველი ფორმების გამოყენება", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

"ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კირცხალია განაცხადებით, "ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საჩივრით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".