"ოცნება" ასეთ ცუდ დღეში არასოდეს ყოფილა, ივანიშვილს ვითარება აუფეთქდა, მოცურდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული ეროზიების შედეგი.

"ეს ყველაფერი მკაფიო ინდიკატორია იმისა, "ოცნება" დასუსტდა თუ არა. "ოცნება" ასეთ ცუდ დღეში არასოდეს ყოფილა, ივანიშვილს ვითარება აუფეთქდა, მოცურდა ის. თუ სისტემა არ ირყევა და სტრესში არ ამყოფებს საზოგადოება, რა მოხდა უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, რომ სუსის უფროსი რამდენჯერმე გადააყენეს, მთავარი "ქოცები" ციხეში არიან, მთელი ქუჩა ციხეშია - რამე მოხდა? ფსიქიური გადახრა დაეწყო ბიძინას, რომელიც აქამდე არ ჰქონია?! ლოგიკას შევხედოთ, რა შეიცვალა ამ ორ წელში? ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული იმგვარი პროტესტი, რომელმაც გამოიწვია ამ ტიპის შიდა ეროზიული პროცესები და საგარეო პროცესები, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეროზიას.

ის, რომ ღარიბაშვილი სანქციებით შეშინებულია, ამერიკასთან და ევროპასთან რომ ნასაუბრები აქვს, რაც ბიძინას არ მოსწონდა, ეს ხომ თქვენც იცით. რატომ აქვს ეს ღარიბაშვილს გაკეთებული? ჩვენ თუ ბუნებრივ განვითარებას გვინდა მივაღწიოთ, ყველაფერს ასე უნდა მივყვეთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ოპოზიციას ვაგინოთ და მე არ ვიცი, რატომ, მაშინ ყველგან რაღაც სხვა მიზეზები უნდა ვიპოვოთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.