ჩემი ღრმა რწმენით, "ოცნებას" ნამდვილად უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, უფრო მეტიც, ევროპასთანაც უნდათ ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ცივილურ ჩარჩოში იქნებოდა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ისევ მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებით და ხელშეუხებლობით უნდა დასავლურ ცივილიზაციასთან თანამშრომლობა.

"ჩემი ღრმა რწმენით, "ოცნებას" ნამდვილად უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, უფრო მეტიც, ევროპასთანაც უნდათ ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ცივილურ ჩარჩოში იქნებოდა შესაძლებელი, არამედ მათ უნდათ ძალიან კონკრეტული თავიანთი პირობებით და არა სახელმწიფოს ან ქართველი ხალხის პირობებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. რაც მთავარია, მათ უნდათ იმ ფორმატის შენარჩუნება, რომელიც გეოპოლიტიკურად სრულიად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. მათ უნდათ ამერიკასთან ურთიერთობები იმდენად, რამდენადაც დასავლეთი არ უნდა შეეხოს ივანიშვილის ფულს, მათ ავტორიტარულ მმართველობას, არ უნდა შეეხონ საქართველოში ადამიანის უფლებებს, არამედ მათ უნდათ ურთიერთობის შენარჩუნება იმ ჭრილში, რა ეტაპითაც ისინი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდნენ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარ მმართველობას არავინ შეეხებოდა. რამდენად აქვთ ამის შესაძლებლობა და რამდენად შეიძლება ამის მოლოდინი ჰქონდეთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ყველა მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი და დღეს გაკეთებული ყველა განცხადება თუ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედების ინტერპრეტაცია ძალიან მყარ საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ არანაირი წინსვლა მათ არ აქვთ და არც ექნებათ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.