პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა 97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.

სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.