პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება, მესამე მოსმენით მიიღო.

საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო. ხოლო, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სხვა პირთა სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1 იანვრამდე.