"ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, პარტიული აქტივით გაავსებენ ამ სტრუქტურას და ესეც იქნება "მკვდარზე ვენოკი", როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფო კომპანიები, -  ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ქვეყანა განვითარების ნაცვლად, უკან დააბრუნა.

"ახალი დეპარტამენტი შექმნეს, ახალი ბიუროკრატიული აპარატი, უფროსები, მოადგილეები, სამმართველოები და ასე შემდეგ და როგორ დაასაქმებენ ადამიანებს, თქვენ ხომ კარგად იცით?! 

გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, პარტიული აქტივით გაავსებენ ამ სტრუქტურას და ესეც იქნება "მკვდარზე ვენოკი", როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფო კომპანიები.

კობახიძემ დაგვაბრუნა უკან, იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეთ და ბიზნესი განვითარებულიყო, მან ყველაფერი ბიზნესს ჩამოჰკიდა", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

"ქართული ოცნების " ინიციატივით, გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება.