პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"მხარს ვუჭერთ ელჩ პეტერ ფიშერს და ჩვენს გერმანელ კოლეგებს – მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია.

დიპლომატების ამგვარად მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას, არამედ ასევე საქართველოს კიდევ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში“, – აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა.