პუტინი უკეთეს დროს ვერც ინატრებდა გრემის მოსაშორებლად. ზუსტად ახლა როცა ტრამპმა საბოლოოდ დაიწყო შემობრუნება უკრაინისკენ. ასეთი კაცის გამოკლება ამერიკის პრეზიდენტის გარემოცვიდან, ნამდვილი კატასტროფაა ჩვენთვის,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"მინიმუმ 3 პოლიტიკოსის უცაბედი სიკვდილი ემთხვევა იმ მომენტში, რუსეთის დიდ სურვილს.

პირველი იყო პრეზიდენტი კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა, უკიდურესად საეჭვო ვითარებაში 2010 წელს. პოლონელების უმრავლესობა სწორად მიიჩნევს, რომ ეს იყო პუტინის პასუხი იმ როლზე რაც ჩვენმა მეგობარმა ლეხ კაჩინსკიმ ითამაშა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს. რუსულმა სპეცოპერაციებმა თავისი მოსყიდვებით ევროპელი პოლიტიკოსების, კაჩინსკი ჯერ იზოლაციაში მოაქცია ევროპაში და შემდეგ გაუსწორდა დემონსტრაციულად.

მეორე ნაკლებად ცნობილი მოულოდნელი სიკვდილი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკული იყო, გამოჩენილი ამერიკელი დიპლომატის და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი უახლოესი მეგობრის, რიჩარდ ჰოლბრუკის სიკვდილი. მე მას ჰილარი კლინტონის კაბინეტში შესვლის წინ ვესაუბრე და დავაბარე კლინტონთან ჩვენი ამბები. იქ ცუდად გახდა და ორ დღეში, გონ-მოუსვლელად გარდაიცვალა. ის იყო მთავარი ანტი-რუსი და საქართველოს დაუღალავი დამცველი, ჩვენს მიმართ ცუდად განწყობილი ობამას ადმინისტრაციის შიგნით. 2008-ში ჰოლბრუკი ძალიან დაგვეხმარა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ივანიშვილი ვერ მოიპოვებდა ჩემს მოშორებაში ობამას მხარდაჭერას.

და ახლა ჩემი მეგობრის სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელი გარდაცვალება. ის იყო ჩემი, საქართველოს, უკრაინის მეგობარი, პუტინის მთავარი მტერი ამერიკაში. სიკვდილამდე 1 დღით ადრე შეხვდა ზელენსკის და პარალელურად ტრამპთან შეათანხმა რუსების სანქცირების კანონპროექტი. ლინდსი იყო მთავარი ანტი-რუსი ტრამპის გარემოცვაში. კიევიდან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ეგრევე გარდაიცვალა. ალბათ საქმე გვაქვს განგების უცნაურ დამთხვევასთან, ან რამე სხვასთან.

პუტინი უკეთეს დროს ვერც ინატრებდა გრემის მოსაშორებლად. ზუსტად ახლა როცა ტრამპმა საბოლოოდ დაიწყო შემობრუნება უკრაინისკენ. ასეთი კაცის გამოკლება ამერიკის პრეზიდენტის გარემოცვიდან, ნამდვილი კატასტროფაა ჩვენთვის", - წერს სააკაშვილი.