"ქართული ოცნება" აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენა საქართველოში იყოს მაღალი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენის ქსელის ხელშეწყობაა საქართველოში, რაზეც პასუხისმგებელი პირადად ბიძინა ივანიშვილია.

"ქართული ოცნება" აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენა საქართველოში იყოს მაღალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში საქმე გვაქვს ადამიანების იდეოლოგიზაციასთან, რის უკანაც დგას ირანის ტერორისტული რეჟიმი.

ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ირანის ტერორისტული რეჟიმის სახეებს, რომელთა ფოტოებიც სიმბოლოები ხდება მათთვის.

ამას არაფერი აქვს საერთო რწმენასთან, ეს არის ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენის ქსელის ხელშეწყობა საქართველოში, რაზეც პასუხისმგებელი პირადად ბიძინა ივანიშვილია", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.