დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს - ჯერჯერობით არა. ოპოზიციის არსებული კონფიგურაცია არის გარდაუვალი დამარცხების პროექტად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები შექმნილი და ქცეულია ბიზნესპროექტებად.

"დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს - ჯერჯერობით არა. ოპოზიციის არსებული კონფიგურაცია არის გარდაუვალი დამარცხების პროექტად. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე თვითდამკვიდრებას ცდილობს და ამ საქმისთვის ზოგიერთი დიქტატურის დამქაშებთან საქმის დაჭერასაც კი არ ერიდება.

ან როგორ უნდა გაიმარჯვონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ძირითადად არიან ბიძინას პროექტები. 

დიდი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, “ახალი“, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები ამაზე, თავიდანვე შეიქმნა, როგორც ძმები გილაურების ბიზნესპროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად. 

ამათ გარდა, არის კიდევ რამდენიმე ბიზნესპროექტი, რომლების პრობლემაც იმაშია, რომ მათი ინვესტორები ამათ იყენებენ, საბოლოო ჯამში, დიქტატურასთან სავაჭროდ და არა საბოლოო გამარჯვებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.