ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"ყალბ "ქართული ოცნების" რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი. იგი ავრცელებს ანტიამერიკულ კონსპირაციულ თეორიებს და ქვეყანას ყიდის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე. საკმარისია! ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ", - წერს უილსონი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა MEGOBARI აქტს მომავალ კვირას განიხილავს. სავარაუდოდ, იქნება კანონპროექტის კენჭისყრაც.

MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, "ოცნების" წევრებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.