"ქართული ოცნება" ეძებს საშუალებას, რომ ეს ხალხი გატეხოს მორალურად და თავად იმ ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდეს, სადაც, რეალურად, დამარცხებულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომელიმე დაკავებულ პოლიტიკოსს მაინც აღიარებინოს ბრალი.

"ქართული ოცნება" ეძებს საშუალებას, რომ ეს ხალხი გატეხოს მორალურად და თავად იმ ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდეს, სადაც, რეალურად, დამარცხებულია. ყველამ კარგად იცის, რომ ყველა დაჭერილია ტყუილად, დაჭერილია თავისი პოლიტიკური პოზიციის და შეხედულების გამო. მათი აქედან გამოსვლა "ქართულ ოცნებას" წარმოუდგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულს. მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს არ მოხდება და იმიტომ, რომ მოსანანიებელი არ აქვთ. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ეს მონანიება გამოღლიტოს ვინმეს მაინც ამ დაკავებულიდან და ამით საკუთარ ამომრჩეველში გაიმართლოს თავი, რომ ჩვენ მხეცები კი არ ვართ, ესენი არიან მართლა აგენტებიო", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.