დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა იგივე, რაც უწერია სარჩელში, არაფერი ახალი და განსაკუთრებული მათი მხრიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა.

"გავაბათილებთ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა არგუმენტს, დაუსაბუთებელ სარჩელს და ობიექტური დამკვირვებელი დაინახავს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არის პოლიტიკური.

მისი მიზანი არის არა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან და ერთპარტიული მმართველობის დამყარება, რაც, რა თქმა უნდა, ემსახურება სწორედ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა