"ქართული ოცნების" ქმედებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ქართული ოცნების" ქმედებებიდან გამომდინარე ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. "რუსული კანონის"  მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, "ქართული ოცნების" დამსახურებით საქართველოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოპოვებული კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება. 

პირდაპირ ამბობენ ამერიკელები და ევროპელები, რომ ეს კანონი ძირს უთხრის დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში. ეს მათთვის პრობლემა არ არის, რომ "რუსული კანონის"  მიღების გამო, ფაქტობრივად, საქართველოს სერიოზული სანქციები ემუქრება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 66 ხმით, ოთხის წინააღმდეგ (ხუთმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით "დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში".