ჩვენი მთავარი საქმე ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით საერთო ეროვნული კამპანიის მოწყობაა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი თავისუფალი და ახალი არჩევნებია. 

"ჩვენი მთავარი საქმე, ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით საერთო ეროვნული კამპანიის მოწყობაა იმიტომ, რომ არ არსებობს საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, რომელიც გეტყვის, რომ კრიზისი არ უნდა განიმუხტოს და რომ ამ კრიზისის განმუხტვის გზა ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ არის - ასეთი ადამიანი არ არსებობს.

"ქოცის" ამომრჩეველიც კი, რომელიც, მართალია, მცირეა, მაგრამ მაინც ხომ არის, ისიც კი ეთანხმება იმას, რომ ამ ქვეყანაში არის კრიზისი და ამ კრიზისის გამოსავლად მოქალაქეებს არჩევნები ესახებათ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.