"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების დატოვებების სერიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პოზიციების გაძლიერებას უკავშირებს.

"ირაკლი კობახიძე ვიღაცებს ბუნჩულა პიროვნება ჰგონიათ. სინამდვილეში ის შეფარვით იძლიერებს მის ინტერესებს, როგორც პრემიერი. მის ვერტიკალში მისი ნდობით და უყოყმანოდ ამოცანების შემსრულებელი პიროვნებები მოჰყავს. არ არის გამორიცხული, ეს მსჯელობის საკითხია, რომ ხვალ კობახიძე გავიდეს რუსებთან პირდაპირ კავშირზე.

რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხვალ ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი. ეს ვარაუდია, მაგრამ რაც საქართველოში რეალურად ხდება, მთლიანად პროცესებს არც კობახიძე და არც ივანიშვილი მართავს. ეს არის რუსების მიერ დაწერილი სცენარი. ამის კარგი მაგალითია ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი", - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. ახალი შს მინისტრი გელა გელაძე იქნება.