საგარეო საქმეთა მინისტრი  უნდა გადადგეს და თქვას, რომ "მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი  აიძულებს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ  პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნება" ხალხს დაემალა.

"დღეს "ქართული ოცნება"  დაიმალა, ხალს დაემალა, იმიტომ, რომ არაფერი სათქმელი აღარ დარჩათ. ყველაფერი ნათელია, რომ ისინი ღალატობენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შენობის შიგნით არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. აგერ, ვიარე დერეფნებში და არავინ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რა უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა? ერთადერთი, უნდა გადადგეს და თქვას, რომ "მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აიძულებს "ქართულ ოცნებას", მაგრამ სამწუხაროდ, მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს, ამიტომ დაიმალა. პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს",  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.