რეჟიმის მცდელობა, რომ აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები, ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა საქართველოში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ვერ მოხერხდება, რადგან პოლიტიკურ პარტიებში ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები არიან.

"რეჟიმის მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს, ხაზგასმით არის იმის ჩვენება, რომ რეჟიმს უნდა ერთპარტიული მმართველობის დამყარება საქართველოში. ეს არ გამოუვა, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური პარტიები არის იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც აერთიანებთ იდეა და ეს ადამიანები არ აპირებენ ბრძოლას", - განაცხადა თენგო თევზაძემ.