ბიძინა ივანიშვილს მანევრირების არანაირი საშუალება არ აქვს. ეს მტკივნეულია ივანიშვილისთვის, როგორც ერთი ავტოკრატისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობით და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ბიძინა ივანიშვილს მანევრირების არანაირი საშუალება არ აქვს. როდესაც მანევრირების სივრცე იხურება, ეს მტკივნეულია ივანიშვილისთვის, როგორც ერთი ავტოკრატისთვის. 

მთავარი, ძირითადი უსაფრთხოების მექანიზმი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს წლები ჰქონდა, ეს იყო პროპაგანდაზე დაფუძნებული ომი-მშვიდობის გზავნილი და ეს არ არის ის სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ და ზუსტად აღმოჩნდა კიდეც, რომ მშვიდობის დამცველი არ არის ივანიშვილი. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.