არ შეიძლება არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად, როდესაც ის ფარულად არ ჩატარდა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არ იყო სასამართლო პროცესი.

"როდესაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებს ფარულობა აკლდა, მაშინ საუბარი, რომ არჩევნები შედგა სრულიად ზედმეტია. არ შეიძლება არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად, როდესაც ის ფარულად არ ჩატარდა.

ასევე, ის, რაც გუშინ პროცესზე ვითომ ექსპერიმენტის ფარგლებში გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ეს არ არის ის წესი, როგორც ამომრჩეველს არჩევნებამდე უხსნიდა ცესკო.

ეს არ იყო სასამართლო. ეს ყველა საქმე, რომ ერთად განიხილებოდა, ესეც იყო სრულიად ამოვარდნილი ნორმალური პროცედურული საქმეების განხილვის პროცესიდან. ეს იყო უბრალოდ მცდელობა, რომ სასამართლოს არ გაპარვოდა ერთი განსხვავებული აზრიც კი", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.