იცით, რამდენი კარგი პოლიციელია, რომელიც მთელი თავისი შეგნებით არის იმიტომ, რომ ებრძოლოს კრიმინალს, მაგრამ კრიმინალი აზით თავზე და კრიმინალის ჭკუაზე უნდა იაროს იმიტომ, რომ პოლიტიკური მდგომარეობაა ასეთი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი არის მთავარი - დაუბრუნდეთ ადამიანებს ქვეყანაში და სახელმწიფოში ცხოვრების განცდა.

"მე მგონია, რომ რომ არ ყოფილიყო მძლავრი პროტესტი, რომ არ ყოფილიყო რეჟიმთან შეუგუებლობა, რეჟიმი ვერ იქნებოდა ხეიბარი და ის წელში გამართული იქნებოდა და ბევრად უფრო სათავისოდ გამოიყენებდა საერთაშორისო კონტექსტს. მეორეა, რომ ჩვენ შეიძლება ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, მაგრამ ხაზი იყო ერთი. მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს ქვეყანაში და სახელმწიფოში ცხოვრების განცდა, არ შეიძლება, კრიმინალს აღარ ებრძვის პოლიცია იმიტომ, რომ შეიძლება "ტიტუშკა" იყოს. ეს ხომ აღარ არის მოგონილი. კრიმინალი, რომელიც დადის ჯოხით და რაღაცით, იმას არ იჭერენ, იმიტომ, რომ პოლიციამ არ იცის, როგორ იმოქმედოს, ეს არის პოლიციის სისტემის დეგრადაცია. იცით, რამდენი კარგი პოლიციელია, რომელიც მთელი თავისი შეგნებით არის იმიტომ, რომ ებრძოლოს კრიმინალს, მაგრამ კრიმინალი აზით თავზე და კრიმინალის ჭკუაზე უნდა იაროს იმიტომ, რომ პოლიტიკური მდგომარეობაა ასეთი, ჩვენი ამოცანა კი არის, რომ საზოგადოება დაბრუნდეს ნორმალური განვითარების გზაზე", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.