პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 74 ხმით დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, პარლამენტის გამოკლებული წევრის, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის წევრი დავით დოლიძე.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი.

პარლამენტის დადგენილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის უფლებამოსილება.