სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, მე შემიზღუდოს დემონსტრაციაში მონაწილეობის უფლება იმგვარად, რომ ეს რეალურად, გაუთანაბრდეს ამ უფლების ჩამორთმევას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანას არ ჰყავს სასამართლო, რომელიც რეალურ სამართალს აღადგენდა.

"სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, მე შემიზღუდოს დემონსტრაციაში მონაწილეობის უფლება იმგვარად, რომ ეს რეალურად, გაუთანაბრდეს ამ უფლების ჩამორთმევას და დღევანდელი კანონპროექტები და წვრილ-წვრილი რეგულაციები სწორედ ამას უთანაბრდება და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, საპატრულო სამსახური არ მოქმედებს ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. როდესაც ისინი აქციის მონაწილეთა ამა თუ იმ უფლებას ზღუდავენ, ამ დროსაც უნდა დაიცვან ბალანსი და პლუს ამას, ემატება ის, რომ ჩვენ არ გვყავს სასამართლო, მართლმსაჯულება, რომელიც ამ ყველაფერს მოაწესრიგებდა და საბოლოო სამართლიან სახეს მისცემდა. 

რაც შეეხება BBC-ის ინფორმაციას, დიახ, ეს არის ნამდვილად ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევა. ყველა საზოგადოებამ, რომლებიც დემოკრატიულად მართავენ თავის ქვეყანას, იციან, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იკრძალება. ქიმიური იარაღი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა, პირველად 1989 წლის 9 აპრილს როდიონოვმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა, ანუ, სხვას მსგავსი რამ არ ჩაუდენია. გამოვიდა, რომ "ქართული ოცნება" იბრძვის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.