საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 108 წელს ულოცავს.

"დღეს 8 თებერვალია და მინდა, ეს უდიდესი დღე მთელ საზოგადოებას მოგილოცოთ. 1918 წლის 8 თებერვალი არის ის დღე, როცა დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს იყო ამავე დროს დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა იწყება 2 რამით - ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვება, წლების მანძილზე, წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება დაბრუნებულიყო საქართველოში იმპერიის გარუსების შემდგომ და ეს მუშაობა, ეს განუწყვეტელი მუშაობა იმ მთელი ინტელიგენციის, არის ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი.

ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, რომ იყოს ევროპული და ჩვენ, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც იდგა ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ თუ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, თუ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს - სახელმწიფოს სჭირდება ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამისი ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.