სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის ინფორმაციით, მათი საკნიდან გაიყვანეს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მათივე სურვილის მიუხედავად, უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

"ერთი კვირის წინ, შეიძლება ითქვას, რომ ჯავახა მოგვტაცეს. ნიკა საშიმშილოდ წავიდა, პირადი მიზეზების გამო, როცა შეწყვიტა, იმის ნაცვლად, რომ უკან დაებრუნებინათ, სხვა საკანში შეიყვანეს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

მთელი კვირააა, ჩვენ ცალკე ვითხოვთ ნიკას დაბრუნებას, ის ცალკე, მაგრამ არსით ხმა, არსით ძახილი.

ჩვენნაირი შეკრული საკანი რომ ვერ ნახეს და ყველანაირად ცდილობდნენ დაშლას, ახლა ასე ცდილობენ, დაგვშალონ. გულს მაინც ვერ მოკლავთ, გული გულადვე დარჩება", - განაცხადა კიკნაძემ.